სუნამო My Burberry Black Eau de parfum By Burberry 30ml | 50ml | 90ml

Original price was: 350€.Current price is: 295€.

სუნამო My Burberry Black – არის კლასიკის გაგრძელება ბრიტანული დიზაინერული სახლისგან. მისი ნარკოტიკული და ოდნავ ტკბილი სურნელი შეადარეს იმ სურნელს, რომელიც დგას გაზაფხულის ლონდონის ბაღში თბილი წვიმის შემდეგ. მდიდარი სუნამო პირველივე გაცნობისთანავე იპყრობს ყურადღებას. თუ გსურთ ნახოთ ამ სუნამოს პირველი ვერსია, იხილეთ – My Burberry.

მომხიბვლელი სუნამო იწყება შეუდარებელი ჟასმინის მოტივებით. ბრწყინვალე ვარდი, ჩქარობს დაიკავოს თავისი საპატიო ადგილი სურნელოვანი დღესასწაულის ცენტრში. მისი დაკვრა გამოირჩევა ელეგანტურობითა და თავშეკავებით. მათ ანაცვლებს ამბრის მომაჯადოებელი სიმღერა, რომელიც სიკაშკაშეს მატებს ამ დახვეწილ მოტივებს.

მიმზიდველი და მაცდუნებელი ბუკეტი იხსნება ჟასმინის ბრწყინვალე სურნელით. სენსუალური ყვავილოვან-ხილის ბრწყინვალება გაჟღენთილია პაჩულის ტემპერამენტული აქცენტებით. მომხიბვლელი My Burberry Black სრულდება მდიდრული ქარვის შლეიფით. ეს სუნამო შექმნილია მშვენიერი სქესისთვის, გარეგნულად ნაზი და დელიკატური, შიგნიდან კი თავისუფალი. გაეცანით დანარჩენ არომატებს, კატეგორიაში – ქალის სუნამოები.

MY BURBERRY BLACK. შემადგენლობა:
  • სუნამოების ჯგუფი: ყვავილოვანი, აღმოსავლური
  • ზედა ნოტები: ჟასმინი
  • გულის ნოტები: ატამი, ვარდი
  • საბაზისო ნოტები: ქარვა, თეთრი კედარი, პაჩული

MY BURBERRY BLACK: შექმნის ისტორია

აღმოსავლური ყვავილოვანი სურნელის ავტორი, ისევე როგორც პირველი ვერსიის, არის – ფრენსის კურჯიანი. სუნამოს სარეკლამო კამპანიის სახე გახდა, მსახიობი ლილი ჯეიმსი (“ომი და მშვიდობა”, “კონკია”). ვიდეოში, ის წვიმაში Burberry-ს საფირმო ქურთუკით დადის.

ლილი აღიარებს, რომ მისი გადაღება, მგრძნობიარე ფოტო-შედევრებით ცნობილმა ფოტოგრაფმა – მარიო ტესტინომ შთააგონა. მარიო არის პროვოკაციული რეკლამის ავტორი ისეთი სახლებისთვის, როგორიცაა Gucci, Versace.

„My Burberry Black-ის სარეკლამო კამპანია საინტერესო აღმოჩნდა. როცა რომელიმე სუნამოს ვიყენებ, თავიდან ფეხებამდე ვისხურებ. მე ვიყენებ როგორც მაჯებს, ასევე კისერს, ”- ამბობს ლილი.

სუნამოს მოხმარების წესები: ექსპერტის რეკომენდაციები

შეეხე ყველაზე ცხელ წერტილებს

ყურის ბიბილოების უკანა მხარე კარგი ადგილია, რადგან სუნამოს ინტიმურ ელფერს აძლევს. ასევე, მუხლის უკანა მხარეს, არომატებს ძალიან გამყოლი სურნელი მოაქვთ: მოძრაობაში ყოფნით, კანი თბება. ამ ზონის თავისებურება ის არის, რომ ჰაერი მიედინება ქვემოდან ზემოთ: თქვენ თავად არ გესმით სუნამო, სურნელი თავს არ გაბეზრებთ, სხვები ლამაზ შლეიფს იჭერენ.

დაისხი პულსირების ადგილზე

სხეულზე ცხელი წერტილები ის ადგილებია, სადაც კანი ყველაზე თხელია და ვენები მის ზედაპირთან ძალიან ახლოს გადის, ამიტომ იდეალურად ათბობს კანს. როცა ვენის პულსაცია ურტყამს კანს, ის ეხმარება სუნამოს კომპონენტებს, აიჭრას ჰაერში, რის გამოც სხვები გრძნობენ თქვენი სუნამოს სურნელს. განა ზუსტად ამ ეფექტს არ მოელის სუნამოს ყველა ფანი საყვარელი არომატისგან?!

იპკურეთ ახალ დაბანილ თმაზე

სუნამოს მდგრადობა გაიზრდება, თუ სუნამოს იპკურებთ ახალ დაბანილ თმაზე. უმჯობესია არომატი ჯერ დაასხათ ხის სავარცხელს და შემდეგ გადაივარცხნოთ, – პირდაპირ თმაზე არაა სასურველი სუნამოს დასხმა, რათა, არ გამოაშროს. მზის წნული: ამ ზონაში სხეულის ტემპერატურა მაღალია და სუნამო უკეთ ჟღერს. დაისხურეთ პულსირების ადგილებზე: მაჯებზე, იდაყვის მოხრის შიდა მხარე.

0 reviews
0
0
0
0
0

There are no reviews yet.

Be the first to review “სუნამო My Burberry Black Eau de parfum By Burberry 30ml | 50ml | 90ml”